“რაღაცაზე უნდა წავიდეს მთავრობა და უნდა შევთანხმდეთ რაღაცაზე ესე არ გამოვა” - მერაბ სეფაშვილი

2 weeks ago 10

მომღერალი, მერაბ სეფაშვილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა.

“მადლობა მინდა ამ ახალგაზრდებს ვუთხრა ამ თავგანწირვისთვის, ასეთი სიყვარულისთვის თავის ქვეყნის. ამდენი ხალხი, ამდენი დღე ასეთი პროტესტი, რაღაცაზე უნდა წავიდეს მთავრობა და უნდა შევთანხმდეთ რაღაცაზე ესე არ გამოვა.

რა ხდება მათ ტვინში, რა იხარშება ვერ გეტყვით უბრალოდ, რა თქმა უნდა, რაღაცა კბენები არის თავისებურად. თუ გაგრძელდა ამ გზით, შეიძლება რაღაც დათმობაზე წავიდნენ კიდევაც. საჯარო მოხელეები სხვადასხვა დაწესებულებები, ყველანი რაღაცა პროტესტს აცხადებენ.

ნელ- ნელა ირღვევა ეს ყველაფერი და მაგონებს ბევრ სიტუაციას, რომელიც მე მახსოვს. 9 აპრილიც მახსოვს, შევარდნაძის პერიოდიც, სააკაშვილის პერიოდიც. ასე იშლება ეს სისტემა. შეიძლება მეტი დრო დაგვჭირდეს. რაც ხდება მიუღებელია, ყველასთვის რუსეთუმეც, რომ იყო ამ ბავშვების რახა-რუხს, რომ უყურებ არ არის ნორმალური'', - ამბობს მერაბ სეფაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში

სრულად წაკითხვა