,, რაღაც ძალიან ცუდი პროვოკაციის სუნი მცემს” – ქეთევან ენუქიძე

2 weeks ago 11

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:

,,გუშინწინ სუბარს ძალიან უცნაურად ჰქონდა ჩახვეული და სრულიად უზნეო შეთქმულების თეორიას აკატავებდა – ბავშვების გაწირვა უნდათო…
მანამდე ვიღაც ქოცქალას პოსტი გამოვარდა…
გონიერი ადამიანი გულიანად გაიცინებდა ამ იმბეცილობაზე, მაგრამ, გონიერი ადამიანი რასაც ვერ დაუშვებს, უზნეოსთვის ის ნორმაა…
ზოგადად, ასეთ ბინძურ და მოულოდნელ თამაშებს წამოეგებიან ხოლმე გონიერი ადამიანები…
ხდება ხოლმე…
ზუსტად ვიცი…
ბოლო წერტილი იმედის სიუჟეტი იყო.
სად ნახეს მარტო მორბენალი პატარა ბავშვები?
რაღაც ძალიან ცუდი პროვოკაციის სუნი მცემს და სიფრთხილეა საჭირო!
ესენი კუთხეში არიან მიმწყვდეულები და ამიტომ აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებლები არიან!”

სრულად წაკითხვა