რაც თბილისში ვნახე, იყო ძალიან ემოციური….ქართველები რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს EU-ს დროშის ქვეშ – ევროპარლამენტარი

4 days ago 4

მე ამ წუთას ჩამოვედი თბილისიდან და რაც ვნახე იქ, იყო ძალიან ემოციური. მთავრობა, რომელმაც არჩევნების გაყალბების შემდეგ, ძალადობა გამოიყენა საკუთარ მოსახლეობაზე ბელარუსის ავტორიტარულ სტილში და კრემლის სტილში. ეს არის რუსული სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია. მანიპულაციები, დაშინება, ძალადობა და წამებაც კი. მაგრამ კოლეგებო, რაც მე ვნახე საქართველოში, მე მაძლევს იმედს იმიტომ, რომ 10 ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში ყოველდღიურად, ყოველ საღამოს, მთელ საქართველოში, ქალაქებსა და სოფლებში. ქართველები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავის მომავლისთვის, მაგრამ ისინი აკეთებენ ამას ჩვენი, ევროკავშირის დროშის ქვეშ. ეს დროშა არის თავისუფლების დროშა და ქართველები რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს ამ დროშის ქვეშ. ხალხი მოგვმართავს ჩვენ და აფრიალებს ამ დროშას, მაგრამ ასევე კითხულობენ – სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების მომენტში. ქართველები ჩვენ გვიყურებენ ახლა და არამხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები, მოლდოველები და ასევე სხვები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ” [სინქრონული თარგმანი]

თქვა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

სრულად წაკითხვა