“რაც საქართველოში ხდება, ეს ქაოსია“ - ოთარ კაკაბაძე

2 weeks ago 7

საქართველოს ნაკრებისა და “კრაკოვიას” 29 წლის მცველი, ოთარ კაკაბაძე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:

“საშობაო არდადეგების გატარებას სამშობლოში ვგეგმავ. ყველა ვხედავთ, რაც საქართველოში ხდება, ეს ქაოსია. ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მინდა. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებსა თუ კვირებში ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდება”. - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ

ცნობისთვის, ოთარმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა