რა თქვა პრეზიდენტმა აქციაზე სიგნალის ჩახშობის შემდეგ

9 hours ago 3

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ორბელიანის სასახლეში ელოდება. ივანიშვილის გარდა ის სასაუბროდ იწვევს როგორც “ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

ზურაბიშვილის თქმით, საუბრის ერთადერთი თემა იქნება ის, თუ როდის და როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი თქმით, ახალი არჩევნების თარიღი უნდა დაინიშნოს 29 დეკემბრამდე.

“აქ ყველაფერი მარტივად არის. არჩევნები არ შედგა და არა მხოლოდ არ შედგა არჩევნები, არ არის არავისგან აღიარებული. ეს არჩევნები რომ არ არის აღიარებული და რომ არის არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მაშინ ვართ ღრმა კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი ფორმულა მთელ მსოფლიოში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გამოსვლა პოლიტიკური გზით ღრმა კრიზისიდან, არის ახალია რჩევები.

ამიტომ, მე რომელიც აქ ვარ და აქ ვიქნბეი, ვეპატიჟები ივანიშვილს, ვეპატიჟები მისი პარტიის … კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა. ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და ვეპატიჟები  იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. მოდით ორბელიანების სასახლეში. მობრძანდით და მოვილაპარაკოთ. ოღონდ, სალაპარაკო მხოლოდ ერთი არის – როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები. ამ მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო არის […] ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად დასრულდეს, მოვიდეს სასახლეში, მოვიდეს ივანიშვილი, რადგან ის მართვას ყველაფერს. მე მზად ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის უნდა შეთანხმებული იყოს 29-მდე. 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან წავიდეს მთელ მსოფლიოში მაგალითი დემოკრატიის, მაგალითი შერიგების, მაგალითი წინსვლის. მე ველოდები პასუხს. ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგანაც აქ არა მხოლოდ სცენა დაგვიპატიმრეს, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ, არაუშავს. შევხვდებით და გელოდებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა