რა თქვეს ნაპოლიში, როდესაც კვარამ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი პირველად დაუჭირა

2 weeks ago 6

გასული წლის მარტში სერია A-ში „ატალანტასთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

სპალეტის ერთ-ერთი კითხვა კვარაცხელიას პოსტზეც დაუსვეს. ქართველი ფორვარდი ამ კვირაში თავის ქვეყანაში არსებულ არეულობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სპალეტიმ კვარაცხელია საჯაროდ შეაქო.

„წავიკითხე,რომ მან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო სოციალური მედიის საშუალებით, როგორც ყოველთვის უნდა გააკეთოს ადამიანმა, როცა თვლის, რომ უსამართლობაა. ის, რაც მან დაწერა, არის სურვილი, ვირტუალურად გამოვიდეს ქუჩაში და დააფიქსიროს თავისი აზრი. მიმაჩნია, რომ ეს უფრო მეტად უნდა იყოს მისასალმებელი, ვიდრე მისი გოლები. ის დიდი მოთამაშე და დიდი ადამიანია“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

სრულად წაკითხვა