იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის მე-14 ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" სან სიროზე "მილანს" ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
ურთულეს მეტოქესთან სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ საქართველოს ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე, რომელმაც მოედანი 71-ე წუთზე დატოვა.
Sofascore საბას ასპარეზობას შეხვედრაში 10-დან 6,7 ქულით აფასებს.
შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა საზონოვი, გუნდს ტრავმის გამო უკვე ორი თვეეა ვერ ეხმარება.
14 ტურის შემდეგ "ემპოლი" 16 ქულით მე-10 ადგილზეა.