გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში, 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ რეგიონებში ზოგან დღისით ტემპერატურა +16, +18 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, 7-9 იანვარს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +5, +7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +6, +8, ხოლო 9 იანვარს +10, +12 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +7, +9, ხოლო 9 იანვარს +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 7-9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +5, +7, ხოლო 9 იანვარს +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +3, +5, ხოლო 9 იანვარს +6, +8 გრადუსს მიაღწევს.