ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,მეექვსე დღეა ეს კაცი თბილისის ცენტრში ომს აწარმოებს ათასობით ადამიანის წინააღმდეგ. ოქ, გავიგეთ, რომ ჩვენ გაზის კამერებშიც ამოგვახრჩობდა სიამოვნებით. ოღონდ საკუთარ თავს უთხრის დიდ სამარეს. მთლიანად გაშიშვლდა. აი, გამოეფინა პირდაპირ რომ რამდენიმე ათასი (მაქსიმუმ 5 ათასი) ზონდერის და რამდენიმე ათასი გამძღარი და ყველაფრის მკადრებელი (საკუთარ შვილსაც რომ დაარბევს, ოღონდ კეთილდღეობა არ დაკარგოს) მხარდამჭერის გარდა არაფერზე არ დგას. სპეცრაზმი თავისი გდდ–თი თუ რაღაც ჯანდაბა სპეცძალებით სრულიად დელეგიტიმირებულ, სადისტურ, მავნებელ სტრუქტურებად აქცია, რომელთანაც უკვე მორევაზეა საქმე და ნახევარზე მეტი საქართველო ამ მორევას გულშემატკივრობს, ზოგი ტელეეკრანიდან, ზოგი ადგილზე. აბსოლუტური დეჰუმანიზაცია და დემონიზაცია მოხდა ამ მართლა არაადამიანების და აგერ, სპეცრაზმელს რომ რაღაც ხვდება და კვამლი ასდის, კვდება ყველა სიცილით სოციალურ ქსელებში. და ამით აპირებს სრულიად დელეგიტიმირებული ძალაუფლების შენარჩუნებას? ვაი შენს პატრონს ბ–ნო ბიძინ.”