როგორი ამინდი იქნება ქვეყანაში ახლო მომავალში

5 days ago 3

როგორი ამინდი იქნება საქართველოში დეკემბერში - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე საუბრობს.

„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ველოდებით საშუალო ტემპერატურას +1 გრადუსით მაღალს. ნალექი დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში და მასზე მეტია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში. დეკემბერში ყველანაირი ნალექი შესაძლოა ვიხილოთ.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ცალკეულ დღეებში შესაძლოა +19 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ, დღის მაქსიმალური ტემპერატურა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16 გრადუსამდე.

ღამით კოლხეთის დაბლობზე შესაძლოა ცალკეულ დღეებში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცეს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა ქართლში -13 გრადუსამდე შესაძლოა დაეცეს, ხოლო ქვემო ქართლში -8 გრადუსამდე“, - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

სრულად წაკითხვა