ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეოს სამონიტორინგო მისიის მომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ეხმაურებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებას გამოხატავენ „ოპოზიციონერებისა და პროტესტის ლიდერების დაკავებების გამო“.
„დაკავებებისას პოლიციის მიერ გადამეტებული ძალისა და ძალადობის გამოყენებაზე ცნობებთან ერთად, ეს ბადებს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესაძლებლობების შესახებ. ამის ადგილი არაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე.
როგორც ჩანს, ჟურნალისტებსა და მომიტინგეებზე საპოლიციო ძალადობასა და გადამეტებული ძალის გამოყენება ხდება დაუსჯელობის განცდით, რაც მიუღებელია და უნდა უნდა დასრულდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
კერნი და ესტრელა მოუწოდებენ ხელისუფლებას, ძალადობის ყველა შემთხვევა „ბოლომდე, ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოიძიოს“ და დასაჯოს დამნაშავენი კანონის სრული სიმკაცრით.
ისინი აგრეთვე იანვარში თბილისში ვიზიტს აანონენსებენ.
მეცამეტე დღეა ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.