მსახიობი ქეთი ჩხეიძე გადაცემა “რეაქციაში” საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს:
“არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვხედავ ძალიან მძიმე ფინალს. ყველა სპექტაკლში, ცნობილ ნაწარმოებში, ხომ ვიცით როგორც ხდება- მოდის უზურპატორი, მდიდარი, შეძლებული ადამიანი, ზოგჯერ სიკეთით, მომავლის დიდი იმედით, როდესაც აღარ მიდის აღარასოდეს და ეს ძალაუფლება ხდება მისი ავადმყოფობა, ამთავრებს ისე, როგორც ყველა უზურპატორი.
ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ, როდესაც იგივე ხალხი დაინიშნა, უნდა მივმხვდარიყავით რომ ცუდად არის საქმე, ამ სიჩუმემ, მორჩილებამ, მადლიერების გრძნობის დაკარგვის შიშმა, მიგვიყვანა აქამდე.
როგორ შეიძლება, იმის გამო, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, პროტესტის გრძნობა არ გაგვიჩნდეს, როგორ უნდა იყო ემოციურ ინტელექტს მოკლებული, რომ არ გამოვარდე გარეთ და არ დაიყვირო – ხალხნო, რაღაც უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს” – განაცხადა ქეთი ჩხეიძემ.