როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სახლში ჩხრეკაზე მოგადგნენ – საბა ბრაჭველი

2 weeks ago 9

3

იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს:

პირად ჩხრეკებზე:

🛑თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563

🛑სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან

🛑არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ

🛑შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა

🛑ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება)

🛑პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ ‘გაზის ინსპექტორს’, რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.

🛑წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ

🛑სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ

🛑საფუძვლიანი წაშლისთვის ყველა მონაცემის – iShredder (აიფონისთვის)

🛑სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში

🛑ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.

✅და რაც მთავარია – იყავით მხნედ – პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს

სრულად წაკითხვა