როგორ ყალიბდება ტოქსიკური ურთიერთობა და როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ადამიანებისგან?

1 day ago 3

ტოქსიკური ურთიერთობა ადამიანის ფსიქიკას ანგრევს და აზიანებს, მაგრამ მისი გაწყვეტა მაინც რთულია. როგორ დავიცვათ თავი ამგვარი ურთიერთობისგან? – ამ შეკითხვაზე ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი “კვირის პალიტრას“ პასუხობს.

– ნარცისი თავის მსხვერპლს ხშირად დასცინის და ამცირებს, მაგრამ თუ მსხვერპლი მისგან გაქცევას და თავის დახსნას მოინდომებს, ნარცისს ძალიან ცუდი რეაქციები აქვს. ტოქსიკური ურთიერთობა ყალიბდება მაშინაც თუ ერთ-ერთი, ან ორივე მეწყვილე ურთიერთობისთვის მზად არ არის, დიდ როლს ასრულებს ბავშვობის ტრავმებიც.

ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი მეწყვილე უსიყვარულო გარემოშია გაზრდილი. ასეთი პარტნიორები ხშირად ქმნიან ტოქსიკურ გარემოს, მათ ჰგონიათ, რომ არავინ შეიყვარებს, რადგან მეტისმეტად დაბალი თვითშეფასება აქვთ, შედეგად, არც პარტნიორს სცემენ პატივს.

ტოქსიკური ურთიერთობის კიდევ ერთი ნიშანი არასტაბილურობაა: ტოქსიკური ადამიანი მეწყვილეს ხან ამცირებს, ზოგჯერ კი, უჩვეულოდ თბილად ექცევა და უმტკიცებს, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს. სიბრაზის დროს კი, ფსიქოლოგიურ და ზოგჯერ, ფიზიკურ ძალადობაზეც გადადის. არის პერიოდები, როცა სიყვარულს ეფიცება, მაგრამ არის პერიოდები, როცა მიწასთან ასწორებს.

სრულად წაკითხვა