როდიდან გაუარესდება ამინდი მკვეთრად? – ცნობილი, როგორი ტემპერატურა იქნება საქართველოში წინასაახალწლო დღეებში

10 hours ago 3

საქართველოში 29 დეკემბრამდე თბილი ამინდებია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, 28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

„დღეიდან, 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ზამთრის თბილი ამინდებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში, დაახლოებით, 19-20 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 11-13 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალ მთაში 8-10 გრადუსა მიაღწევს. ტემპერატურა დათბება აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთიან რაიონებში.

ღამის საათებში, დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნდება ყინვა. ყინვიანი ამინდებია მოსალოდნელი ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს როგორც ბარში და მთაში, ასევე მაღალ მთაში.

მიმდინარე კვირას, განსაკუთრებით 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი თოვლის სახით.

ხვალ, 24 დეკემბერს, დილის საათებში, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლი და თოვლჭყაპი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამის ყინვების გამო, შედარებით ეციება. ცალკეულ დღეებში შესაძლოა ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი. ეს, 27 დეკემბრამდე იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ამიტომ, აქ დასავლეთთან შედარებით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ნაკლები იქნება.

28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვა. შესაძლოა, დედაქალაქში 24 დეკემბერს დილას მცირე ნალექი აღინიშნოს წვიმის სახით.

25-26 დეკემბერს, შესაძლოა, თბილისში ღამის ტემპერატურამ 2-3 გრადუს ყინვამდე დაიკლოს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა აქ მოსალოდნელია 12-14 გრადუსი. 27-მდე ამაზე მეტი არაფერია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა,  ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი, მაგრამ ეს ნალექს არ მოგვცემს. ღრუბლიანი ამინდი გამოიწვევს ტემპერატურის ცოტა შეთბობას“, – ამბობს დოდო გვაზავა.

სრულად წაკითხვა