ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო დავიდ ალაბა საკმაოდ დიდი ხანია მადრიდის რეალს ვერ ეხმარება, თუმცა, როგორც კარლო ანჩელოტიმ თქვა, ის დაბრუნებას მიუახლოვდა.
დავიდ ალაბა ბრუნდება. მას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება იმისათვის, რათა ისევ ითამაშოს. ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ ჩადგება კარგ სათამაშო ფორმაში და დაგვეხმარება. ის იანვარში მზად იქნება.
- თქვა ანჩელოტიმ.
ავსტრიელმა ფეხბურთელმა დაზიანება 2023 წლის 18 დეკემბერს ვილიარეალთან შეხვედრაში მიიღო, მას შემდეგ კი წუთითაც არ უთამაშია.