რომში დანთებული „მშვიდობის ცეცხლი“ უკვე საქართველოშია – „ბაკურიანი 2025“

9 hours ago 4

„ბაკურიანი 2025“-ის „მშვიდობის ცეცხლი“ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა, „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ თბილისში ჩამოიტანეს. ის ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს გადაეცა. „მშვიდობის ცეცხლი“ ფესტივალის დაწყებამდე მთელ საქართველოს მოივლის.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „მშვიდობის ცეცხლი“ იტალიის დედაქალაქ რომში, ისტორიულ Mercati di Traiano-ში გამართულ სიმბოლურ ცერემონიაზე აინთო.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება. ფესტივალში 46 ქვეყნის დაახლოებით 1000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ასპარეზობები სპორტის რვა სახეობაში ჩატარდება. ღონისძიებას სპეციალურად ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.

ფესტივალის განმავლობაში საქართველოს სპორტსმენებთან ერთად 2000-ზე მეტი სტუმარიც ეწვევა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში გაიმართება, რომელიც ევროპაში მერვე ქვეყანა გახდება, სადაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იქნება ჩატარებული.

ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა განსაკუთრებულ როლს ითამაშებს საქართველოში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით.

სრულად წაკითხვა