როცა ევროპა დაფინანსებას შეწყვეტს, ხელფასებს და პენსიებს რით გადაგიხდიან? – მარტა ბიბილაშვილი

3 weeks ago 10

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას მეორე დღეა აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორიც გორშიც. 

მოქალაქეები თვლიან, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა გარდაუვალი დაღუპვისთვის გაწირა. 

“ადამიანებო, მე და ჩემნაირი მოქალაქეები ვიხდით გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც თქვენ გაძლევენ პენსიას, ხელფასს და სოციალურ შემწეობას, ისინი უბრალოდ გინაწილებენ იმას, რაც ჩვენ შეგვაქვს ბიუჯეტში, საკუთარი ჯიბიდან არავინ გაძლევთ! არც ბიძინა და არც ვალოდია! გონს მოეგეთ, როცა ევროკავშირი შეწყვეტს ქვეყნის დაფინანსებას ამათ სახლში წასაღებად არ ეყოფათ ბიუჯეტი და როგორ ფიქრობთ თქვენ პენსიას და ხელფასს რითი გადაგიხდიან?!”, –  წერს მარტა ბიბილაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გორში, დღესაც დაიგეგმა. მოქალაქეები საკრებულოს წინ 15:00 საათზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. 

სრულად წაკითხვა