როცა მამას კლავ მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში – შალვა რამიშვილი შვილს

2 weeks ago 10

5

შალვა რამიშვილი თავის შვილს, ლაშა რამიშვილს პასუხობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ სტატუსი გამოაქვეყნა:

,,მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მიმართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის!

ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ. უბრალოდ როცა მამას კლავ მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში. იმედია ლაშა სხვა რამესაც იზავს. ნიჭიერება გვარში გვაქვს 🙂

ახლა იმაზე რასაც ვაკეთებ: ვერაფერი, ვიმეორებ, ვ ე რ ა ფ ე რ ი მაიძულებს უარი ვთქვა საქართველოს გადარჩენაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე.

დანარჩენი არის ლირიკა. ციხით მაშინებენ და პატარძალზე უხერხული ანდაზა გამახსენდა. შვილების დაკარგვას მიკიჟინებენ და შედგა ეს სამწუხაროდ ეს ფაქტი. მაბულინგებენ და მეცინება უბრალოდ.

და ბოლოს, ყველა “ჩეგევარას” ეხება: ერთი ადგილი თუ გაქვთ საქმე ქენით! რაღაც ოპუსებს ნუ მიძღვნით!”

სრულად წაკითხვა