რუმინეთის საგარეო: კობახიძემ არასწორად წარმოაჩინა EU-ში შიდა დისკუსიები

4 days ago 5

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი კობახიძემ არასწორად წარმოაჩინა ბუქარესტის პოზიცია ევროკავშირის შიდა დისკუსიაში, საქართველოსთან მიმართებით მისაღები ზომების შესახებ.

„ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ [კობახიძის] არჩევანით, არასწორად წარმოაჩინოს შიდა დისკუსიები ევროკავშირის შიდა დონეზე. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგზე მიღებული გადაწყვეტილების და ლეგიტიმური პროტესტის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების გამო“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

კობახიძემ დღეს მადლობა გადაუხადა რამდენიმე ქვეყანას, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს საწინააღმდეგო სანქციების მხარდამჭერთა შორის არ იყო. ესენი იყვნენ უნგრეთი, იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი და ესპანეთი.

სრულად წაკითხვა