რუსეთის არმია პოკროვსკში შედის ?

1 week ago 5

რუსეთის არმიამ თითქმის დაიპყრო ქალაქ პოკროვსკთან მდებარე დაბა შევჩენკო. ამის შესახებ 11 დეკემბერს უკრაინული პროექტი DeepState-ი და "დონბას რეალიი" წერენ.

პროექტის მიერ გამოქვეყნებული განახლებადი რუკის თანახმად, პოკროვსკის გარეუბნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რუხ ზონამდე რუსეთის არმიას დაახლოებით 1,5 კილომეტრი მანძილი აშორებს.

რუსეთი ასევე აფართოებს პლაცდარმს სელიდოვოს დასავლეთით. სავარაუდოდ, რათა არ მისცეს შესაძლებლობა უკრაინის დამცველებს გადაჭრან ის და ხელი შეუშალონ რუსეთის არმიას პოკროვსკზე შტურმის განხორციელებაში. ერთი დღით ადრე მოხალისე სერგეი სტერნენკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ვითარება "ელვისებურად უარესდება" პოკროვსკის მიმართულებით. ამის მიზეზად ის ასახელებს ადგილებიდან ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, სამხედროების გაგზავნას მოწინააღმდეგის მიერ უკვე დაკავებულ ტერიტორიაზე და ნაცვლად თავდაცვითი ზღუდეების გაძლიერებისა, ქვედანაყოფების საბრძოლო პოტენციალის დახარჯვას კონტრშეტევაში.

11 დეკემბრის დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი იუწყებოდა ფრონტზე ძალიან ბევრი, დაახლოებით 208 საბრძოლო შეტაკების შესახებ. ამ მონაცემებით ტრადიციულად ლიდერობს პოკროვსკისა და კორახოვკას მიმართულება, თითოეული, შესაბამისად, 53 და 54 შეტევით.

ქლაქი პოკროვსკი, რომელშიც რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომამდე სულ მცირე 300 000 ადამიანი ცხოვრობდა, დონეცკის რეგიონის დასავლეთით მდებარეობს და მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენ. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები სწორედ პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს.

უკრაინული საიტების თანახმად რუსეთმა დაახლოებით 150 000 ჯარისკაცი გადაისროლა პოკროვსკის, კურახოვოსა და ვრემევსკოეს მიმართულებით. ოკუპანტები ცდილობენ, რომ ხელთ იგდონ კურახოვოსკენ დამაკავშირებელი ლოგისტიკური კვანძები.

სრულად წაკითხვა