რუსეთის ეკლესიის სინოდმა მღვდლებს აუკრძალა მუშაობა სამხედრო კომპანიებში, დაზვერვაში, შოუბიზნესის და ბალეტის სფეროებში

2 days ago 7

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დააზუსტა სასულიერო პირების საერო დასაქმების პირობები - დამტკიცებულ დოკუმენტში პირდაპირაა აკრძალული სამსახური, რომელიც ითვალისწინებს იარაღის ტარებას, გამოძიებას და სადაზვერვო საქმიანობას. დოკუმენტი გამოქვეყნებულია მოსკოვის საპატრიარქოს ვებსაიტზე.

ტექსტში ნათქვამია, რომ მღვდლისთვის საერო სამსახურში მუშაობა არ შეიძლება ითვლებოდეს ნორმად, მაგრამ შესაძლოა ნებადართული იყოს ეპარქიის მეთაურის მიერ. ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია პროფესიები, რომლებიც მღვდლებისთვის აკრძალულია.

სასულიერო პირისთვის დაუშვებელია სამხედრო სამსახური და მუშაობა კერძო კორპორაციებში, რომელიც ითვალისწინებს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ან იარაღის ტარებას, ასევე სამსახური, რომელიც ითვალისწინებს საგამოძიებო-ოპერატიულ მუშაობას სამართალდამცავ ორგანოებში, ან სადაზვერვო საქმიანობას - ვკითხულობთ განცხადებაში. აკრძალვა არ ვრცელდება თანამშრომლებისთვის სასულიერო ხელმძღვანელობის გაწევაზე.

აკრძალულია მუშაობა ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში, პროკურატურაში. სინოდი სასულიერო პირებს შეახსენებს, რომ რუსეთის ეკლესია მღვდლებს უკრძალავს კენჭისყრას საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებში.

დოკუმენტი მღვდლებს ასევე უკრძალავს მუშაობას თამაშების დაწესებულებებში, შოუ-ბიზნესის და ბალეტის სფეროებში.

სრულად წაკითხვა