რუსეთის მუსლიმთა საბჭომ მრავალცოლიანობის შესახებ ფატვა უკან წაიღო

2 weeks ago 7

რუსეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს ღვთისმეტყველთა საბჭომ უკან წაიღო მრავალცოლიანობის შესახებ გასულ კვირაში გამოცემული ფატვა - “რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა საზოგადოებაში მრავალცოლიანობის პრობლემატიკა.”

ფატვა ეხებოდა რუსეთში მუსლიმან კაცთა უფლებას, ყოფილიყვნენ ერთდროულად რამდენიმე ქორწინებაში. მუსლიმებს ფატვის უკან წაღება მოუხდათ მას მერე, რაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს, რავილ გაინუტდინს, რომ კანონდარღვევა უნდა აღკვეთილიყო.

საბჭოს თავმჯდომარემ, შამილ ალიაუტლინოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ფატვის უკან წაღების მიზეზი იყო „რუსეთის გენერალური პროკურატურის და რუსეთის საზოგადოების რეაქცია“. „ეს ღვთის ნებაა და საბჭო ვერ ხედავს აზრს, კამათი დაიწყოს“ -აღნიშნა მან.

ფატვა (საღვთისმეტყველო გადაწყვეტილება) - “რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა საზოგადოებაში მრავალცოლიანობის პრობლემატიკა” - მუსლიმთა რელიგიურ ქორწინებას ეხებოდა.

ფატვის თანახმად, კაცს შეუძლია ჰყავდეს რამდენიმე ცოლი მხოლოდ მაშინ, თუ შეუძლია ყველა ცოლთან თანაბარი ურთიერთობა უზრუნველყოს. ეს გულისხმობს ყველა ცოლის თანაბარ მატერიალური უზრუნველყოფას, თითოეული ცოლისთვის ცალკე საცხოვრებელს და მათთან თანაბარი დროის გატარებას შეთანხმებული გრაფიკით. თუ კაცს არ შეუძლია ამ მოთხოვნების შესრულება, მას ეკრძალება რამდენიმე რელიგიურ ქორწინებაში ყოფნა.

გამონაკლისი დაშვებულია, თუ პატარძალი „ნებაყოფლობით უარს იტყვის“ თავის უფლებებზე.

გენერალური პროკურატურის მიმართვა ეფუძნებოდა რუსეთის კანოს ოჯახის შესახებ.

სრულად წაკითხვა