რუსეთის უშიშროება ირწმუნება, რომ დააკავეს გენერალ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

4 days ago 5

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, 18 დეკემბერს გამოაცხადა, რომ დაკავებულია შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის და მისი თანაშემწის წინააღმდეგ ტერაქტში ეჭვმტანილი პირი.

რუსეთის უშიშროების თანახმად, დაკავებულია 29 წლის მამაკაცი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა და უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე სახლთან სწორედ ამ პირმა ააფეთქა თვითნაკეთი მოყობილობა, რის შედეგადაც დაიღუნენ გენერალი კირილოვი და მისი თანაშემწე, მაიორი პოლიკარპოვი.

უკრაინას რუსეთის ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

სრულად წაკითხვა