რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

2 weeks ago 8

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თქმით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა.

რუსულმა მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, ქვეყნის სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით“, – თქვა ბგანბამ.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთში მანდარინის ექსპორტი ზამთარში აფხაზი ფერმერების მთავარი შემოსავლის წყაროა. ამ სეზონზე რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა.

სრულად წაკითხვა