“რუსეთუმე კალაძესთან ერთად საკრებულოში მისვლას, სხდომაზე დასწრებას და დემოკრატიობანას თამაშს არ ვაპირებთ” – ირაკლი ნადირაძე

2 days ago 3

რუსეთუმე კალაძესთან ერთად საკრებულოში მისვლას, სხდომაზე დასწრებას და დემოკრატიობანას თამაშს არ ვაპირებთ. დღეს ერთადერთი ადგილი, სადაც არის პოლიტიკა, ეს არის რუსთაველის გამზირი და ვაგრძელებთ პროტესტს“, – განაცხადა „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ 24 დეკემბერს კახა კალაძის საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით

ირაკლი ნადირაძის განცხადებით – „სანქცირებული კახი კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა რუსეთისკენ. ეს ადამიანი ასევე არის ზონდერ ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს.

ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, საცობით, პარკირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ, ამიტომ თუ გვინდა პოლიტიკა დაბრუნდეს საკრებულოში, პარლამენტში და ქვეყანაში, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის გარეშე. დღეს ჩვენ სხდომას არ ვესწრებით და ვაგრძელებთ პროტესტს ქუჩაში“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა