რუსეთში განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი – უკრაინის დაზვერვა

6 hours ago 4

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში, განადგურებულია დრონების საწყობი. ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის ჯამური ოდენობა 16 მილიონი დოლარია:

“განადგურდა საწყობი, სადაც ინახებოდა შაჰედ-136 ტიპის კამიკაძე დრონების ნაწილები, რომლებსაც აგრესორი უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებს. იქ გაჩნდა ხანძარი, დაიწვა უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების აღჭურვილობა. აგრესორმა 16 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა” ნათქვამია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებაში.

დეპარტამენტი ოკუპანტებს ახსენებს, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყოველი სამხედრო დანაშაულისთვის იქნება სამართლიანი ანგარიშსწორება.

სრულად წაკითხვა