რუსთავი 2: აქციაზე დაშავდა ჩვენი ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი

3 weeks ago 14

ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავდა არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი.

„სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაძლოა, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. თამთა ჩიტიშვილს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნება“, - წერს რუსთავი 2.

რა ვითარებაში დაშავდა ჟურნალისტი უცნობია. რადიო თავისუფლება არკვევს დეტალებს და ინფორმაციის შესაბამისად მასალა განახლდება.

რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

სრულად წაკითხვა