ევროკავშირმა ზეწოლა უნდა მოახდინოს საქართველოს პრორუსულ მთავრობაზე, რომელმაც უარი განაცხადა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე – განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
“სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე მოგიწოდებთ, რომ გაზარდოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, იმისათვის, რომ მათ არ მიიღონ სარგებელი საქართველოსთვის მოპარული ევროპული მომავლისაგან.