რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფება

1 week ago 6

ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მიხეილ ულიანოვის განცხადებით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ პროპაგანდისტული რუსული მედია წერს.

“ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში იმყოფებიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში,” – დაწერა ულიანოვმა ტელეგრამის არხზე.

ბაშარ ასადის რეჟიმი დამხობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქ დამასკოში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.

ბაშარ ალ ასადის ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. Flightradar-ის მონაცემებით, სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა დამასკოს აეროპორტი დაახლოებით იმ დროს დატოვა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ აჯანყებულებმა ქალაქი აიღეს.

თავდაპირველად თვითმფრინავი სირიის ერთ-ერთი რეგიონის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან გაბრუნდა. მალევე თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება ტარტუსის რაიონში დაიწყო. ის 495 მეტრის სიმაღლეზე გაუჩინარდა. მედია არ გამორიცხავს, ​​რომ ილ-76T ჩამოვარდა. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ პილოტმა სენსორები საგანგებო დაშვებამდე გამორთო.

სრულად წაკითხვა