“რუს მილიარდერს, დუროვს, ეგონა ფრანგული პასპორტი სიკეთეს მოუტანდა და იგი მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა” – გოცირიძე

1 week ago 4

1

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:

მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და გააფრთხილა.

ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე. თუ მას ეგონა, რომ ეს მითვის პრივლეგია იყო, ახლა პასუხისმგებლობად შემოუბრუნდა.

რუს მილიარდერს, ტელეგრამის მესაკუთრეს, დუროვს, ეგონა რომ ფრანგული პასპორტი მას სიკეთეს მოუტანდა, სინამდვილეში იგი მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა. რამდენიმე დღე აყურყუტეს იზოლატორში, ახლა კი შინაპატიმრობაში იმყოფება და ვერ დატოვებს საფრანგეთს გამოძიების დამთავრებამდე ( რუსეთის და ემირატების მოქალაქეცაა).

მაკრონის საუბარი ივანიშვილთან ბევერ ნიუანსს შეიცავს. იმ დროს, როდესაც მას არ აქვს რაიმე პოსტი სახელმწიფო სტრუქტურებში, პარტიაშიც კი რაღაც მრჩევლის პოზიციას იკავებს, მაკრონის მასთან ზარი აღიარებაა არაფორმარული მართვაში მისი მონაწილეობისა. ამავე დროს მაკრონი მას ასევე განიხილავს მისი ქვეყნის ქვეშევრდომადაც .

უკანონოდ მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევა და სანქციები თუ საფრანგეთის მოქალაქის დასჯა და სანქციები-ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება ივანიშვილი, თუ არ შეწყვიტა რეპრესიები და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.

სრულად წაკითხვა