საარჩევნო პერიოდში, შვებულებით გორის მერიის 216-მა თანამშრომელმა ისარგებლა

4 days ago 5

საარჩევნო პერიოდში, შვებულებით გორის მერიის 216-მა თანამშრომელმა ისარგებლა. 

“მოზაიკას” მცდელობის მიუხედავად, გორის მერია არ გასცემს ინფორმაციას, რამდენი თანამშრომელი კონკრეტულად რომელ რიცხვებში იმყოფებოდა შვებულებაში, თუმცა ადასტურებს, რომ 216-ვე თანამშრომელმა, სხვადასხვა ხანგრძლივობით, შვებულება 26 აგვისტოდან 30 ნოემბრის პერიოდში აიღო. 

26 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, შვებულებით ისარგებლა 216-მა თანამშრომელმა”, – მოგვწერეს მერიიდან. 

წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა – ერთ-ერთი იყო თბილისში, 23 ოქტომბერს გამართული ყრილობა, სადაც საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულები ორგანიზებულად წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრის წინ, “მოზაიკას” გორის მერიიდან აცნობეს, რომ უწყების თანამშრომლები მასიურად იღებდნენ შვებულებებს. 

ამავე თემაზე: “ოცნების” ხვალინდელი აქციისთვის, გორის მერიის თანამშრომლებმა შვებულებები აიღეს 

გარდა შვებულებისა, წინასაარჩევნო პერიოდში მერიის თანამშრომლები სარგებლობდნენ მივლინებით და ბიულეტენით. კერძოდ, უწყებისგან მოწოდებული ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე, მერიის 22 თანამშრომელი მივლინებაში, ხოლო 17 კი ბიულეტენზე იმყოფებოდა.

სრულად წაკითხვა