საახალწლო შეთავაზება „არქისგან“ — დაიწყეთ ახალი წელი ახალ ბინაში

2 weeks ago 6

„არქი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ოცნების ბინისაკენ გზა 40,000-ზე მეტ ოჯახს გაუხსნა. ახლა კი თქვენი ჯერია — ისარგებლეთ  წლის ბოლო შეთავაზებით და გახდით არქელი.

გაქვთ შესაძლებლობა 31 დეკემბრამდე მასშტაბური ფასდაკლებით ისარგებლოთ და ახალი წელი განსხვავებულად დაიწყოთ.

დაიწყეთ ახალი წელი დიდი დანაზოგით

დეველოპერული კომპანია „არქის“ საახალწლო კამპანია წლის ყველაზე გრანდიოზული შეთავაზებაა უძრავი ქონების ბაზარზე. მომხმარებლებს თვის ბოლომდე ეძლევათ შესაძლებლობა პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში ბინის შეძენისას 20,000 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლონ.

შეთავაზება ვრცელდება თბილისის პრესტიჟულ უბნებში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსებზე, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტებით, მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებითა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურით რაც რეკრეაციულ ზონებს, მოედნებსა და სხვა სერვისებს გულისხმობს. მაგალითად, ამ შეთავაზების ფარგლებში,  ბინები საბურთალოზე „არქის“ პროექტში — „არქი უნივერსი“ და „არქი ნუცუბიძე 2“ — უფრო ხელმისაწვდომია, სადაც თითოეული პროექტი სრულად ერგება თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს კომფორტული ცხოვრების სტილის მიმართ.

ამრიგად, საახალწლო ფასდაკლება ქმნის უნიკალურ  შესაძლებლობას – შეიძინოთ მაღალი ხარისხის საცხოვრებელი ფართი პრემიუმ კლასის კომპლექსში განსაკუთრებულად ხელსაყრელი საინვესტიციო პირობებით.

შიდა განვადება: კიდევ უფრო მარტივი გზა ოცნების ბინამდე

საახალწლო შეთავაზებას კიდე  უფრო ხელმისაწვდომს ხდის შიდა განვადების სისტემა, რომელიც მორგებულია მომხმარებლის ინდივიდუალურ ფინანსურ შესაძლებლობებზე.

განვადების სისტემის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ბინას პირდაპირ დეველოპერისგან იძენთ, რაც სრულად გათავისუფლებთ რთული და ხანგრძლივი საბანკო პროცედურებისგან. ეს ნიშნავს, რომ არ გჭირდებათ არც თავდაპირველი შენატანი და არც შემოსავლების დადასტურება –  ეს ის ფაქტორებია, რომელიც ხშირად მთავარ ბარიერებს წარმოადგენს.

შიდა განვადების განსაკუთრებული პირობები:

– სტანდარტულად 24 თვიანი შიდა უპროცენტო განვადება, თუმცა გარკვეული თანხის შენატანის შემთხვევაში შესაძლებელია 36 თვემდეც გაგრძელდეს;

– მოქნილი გადახდის გრაფიკი, რომელიც იცვლება თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად;

– შესაძლებლობა გადაიხადოთ მხოლოდ ბინის რეალური ღირებულება, ყოველგვარი დამატებითი საპროცენტო განაკვეთის გარეშე;

ეს პირობები განსაკუთრებით მიმზიდველია თვითდასაქმებული პირებისთვის, ფრილანსერებისთვის და მათთვის, ვისაც არასტაბილური ან სეზონური შემოსავალი აქვს. თქვენ აღარ გჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება – ხელფასის ცნობები ან საბანკო ამონაწერები.

ამრიგად, გადახდის მოქნილი გრაფიკისა და საახალწლო შეთავაზების შედეგად შეგიძლიათ დაუბრკოლებლად შეარჩიოთ უძრავი ქონება. განსაზღვრეთ ადგილმდებარეობა — ბინები ლისზე მშვიდ გარემოში ან ქალაქის სხვა, მეტად ურბანულ ნაწილებში მოინახულეთ, შეარჩიეთ სართული, ხედი, ჰორიზონტის მხარე და არ იფიქროთ ფასზე.

რატომ უნდა აირჩიოთ „არქი“: წარმატების 18-წლიანი ისტორია

„არქი“ 18 წლიანი წარმატებული გამოცდილებით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის აბსოლუტური ლიდერია. პორტფელში 50 წარმატებით დასრულებული პროექტი და 40,000-ზე მეტი კმაყოფილი მაცხოვრებელი იმ მაღალ ნდობაზე მიუთითებს, რომელსაც მომხმარებლები კომპანიას უცხადებენ.

„არქი“ მაცხოვრებლებს სთავაზობს გამორჩეულ სერვისებს:

არქიქარდი – ექსკლუზიური ფასდაკლებების ბარათი პარტნიორ კომპანიებში;

არქიფიქსი – საყოფაცხოვრებო მომსახურების სერვისი;

არქირენთი – ბინის გაქირავების მართვის სრული მომსახურება.

ეს სერვისები სრულად პასუხობს თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის მოთხოვნებს და მაცხოვრებლებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

დეველოპერული კომპანია არქის მასშტაბური საახალწლო კამპანია გაძლევთ უპრეცედენტო შესაძლებლობას – შეიძინეთ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი გრანდიოზული ფასდაკლებით და დაიწყეთ 2025 წელი მასშტაბური სიახლეებით.

კომპანიის პერსონალური მრჩევლები მზად არიან დეტალურად გაგაცნონ თითოეული პროექტის უპირატესობები და ინდივიდუალურად უპასუხონ თქვენ მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს.

სრულად წაკითხვა