საბა სხვიტარიძეს სცემეს – სახისა და სხეულის არეში დაზიანებები აღენიშნება – ადვოკატი

2 weeks ago 7

7

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი და სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელსაც სამართალდამცველებმა ხელბორკილები 5 დეკემბერს, ზესტაფონის ტერიტორიის მიმდებარედ დაადეს, სასტიკად არის ნაცემი.

ახალგაზრდის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციით, სხვიტარიძეზე ფიზიკური ანგარიშსწორება მაშინ განხორციელდა, როდესაც ის პოლიციელებმა დიღმის იზოლატორში მოათავსეს.

კერძოდ, უფლებადამცველის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საბა სხვიტარიძე მე-5 სართულზე აიყვანეს, ოთახიდან გამომძიებლები გავიდნენ და ნიღბიანი პირები შევიდნენ, რომლებმაც აქტივისტს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენეს.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი” – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.

საბას აღენიშნება დაზიანებები. მისი განმარტებით, იგი დაკავებული იქნა დაახლოებით ზესტაფონის ტერიტორიის მიმდებარედ, რა დროსაც პატრულის თანამშრომლებმა გადასვეს, სავარაუდოდ, “ტოიტა ქემრის” მანქანაში, სადაც იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ზოგს ჰქონდა აღნიშნული, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, ზოგს არა.

ჩამოიყვანეს ამ შენობაში, მეხუთე სართულზე. მისივე განმარტებით, გამომძიებლები გავიდნენ ოთახიდან, შემოვიდნენ ნიღბიანი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს. მისივე განმარტებით, მან მიიღო დაზიანებები ძალადობის დროს. მას დაზიანებები აღენიშნება ტანის და თავის არეში. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი. ერთია, რომ შეიძლება ქუჩაში ვიღაც გადაცდომას ახორციელებდეს და მეორეა, ამ შენობაში, მეხუთე სართულზე ბრუნდებოდეს ის დროები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აღარ უნდათ რომ დაბრუნდეს”, – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.

სრულად წაკითხვა