“საბა” 2024-ის გამარჯვებულები

4 days ago 8

1

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა დაავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვისგანმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ დაგამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელსსაბასსაზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედიგვაქვს, რომ მომავალი, 23-საბასგამარჯვებულებსსაზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.

სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციებისდროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულმოქალაქეებს.

ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობაქართული ლიტერატურის ხელშეწყობისპასუხისმგებლობას აორმაგებს და ვინაიდან წელსსაბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისისმხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვისგანსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულადპრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც.

ლიტერატურული პრემიასაბა” 2024-ის ჟიურიშიიმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმაპაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლიალიქოკელმა.

ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათსხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო);

წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობაინტელექტი);

წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო);

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტურიპროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსმიერ დაწესებული ჯილდოსაბჭოთა დაპოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოსსახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზაჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგისფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);

წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარიბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურისგამომცემლობა);

წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობაინტელექტი);

ნომინაციაშიწლის საუკეთესო რომანიწელსორი დამოუკიდებელისაბაგაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესოსოლომანაშვილი, “ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავითქართველიშვილი, “მეგაპოლისი და ფიზიკურიპირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);

ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილიგანსაკუთრებული წვლილისთვისსაბაგადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.

(R)

სრულად წაკითხვა