პორტალ TasteAtlas-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების ყოველწლიურ რეიტინგში ლიდერობა ბერძნულმა სამზარეულომ მოიპოვა, რომელმაც, პორტალის მომხმარებელთა შეფასებით, მაქსიმალური 5 ქულიდან 4.60 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე იტალია გავიდა 4,59 ქულით, მესამეზე კი – მექსიკური სამზარეულოა 4,52 ქულით.
საქართველო 29-ე ადგილზე მოხვდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანამ 5-დან 4.26 ქულა დააგროვა.
TasteAtlas-ის მიერ რეკომენდებულ ქართულ კერძებს შორის არის ხინკალი, გურული ხაჭაპური, სულგუნი, მწვადი, წიწილა კეცზე და სხვ.
ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: ესპანეთი (4,50), რომელმაც მე-4 ადგილი დაიკავა; პორტუგალია (4,50) – მე-5 პოზიციაზე; თურქეთი (4.50) – მე-6-ზე; ინდონეზია (4,48) – მე-7 პოზიციაზე; საფრანგეთი (4,48) – მე-8 ადგილზე; იაპონია (4,47) – მე-9 პოზიციაზე. ტოპ ათეულს ჩინეთი 4,45 ქულით ასრულებს.
რეიტინგი Tasteatlas-ის მონაცემთა ბაზას ეყრდნობა და მისი 15 478 მომხმარებლის გემოვნების მიხედვითაა შედგენილი.
მანანა ბანძელაძე