საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თემურ ჯანჯალია თანამდებობას ტოვებს.
მას ეს ინფორმაცია თავად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ნეტგაზეთს ამის შესახებ ორმა წყარომ აცნობა.
ცნობისთვის, თემურ ჯანჯალია საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე 1998 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის 9 ივნისიდან ის მინისტრის მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობა დატოვეს ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ და ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანიც. ელჩს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ნეტგაზეთს ამის შესახებ სანდო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან აქვს.