„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ხვალ, 20 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, აბულის ქ. N8-თან უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 დეკემბერს 22:00 საათიდან 21 დეკემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში:
ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის,განთიადის ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.