ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით ჩვენი რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ზვიად ქორიძეზე ბათუმში განხორციელებულ თავდასხმას და ვაფასებთ მას, როგორც ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობას და ანგარიშსწორებას ქართული სამოქალაქო სექტორისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის წინააღმდეგ.
მოვითხოვთ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები თავდამსხმელების წინააღმდეგ და უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები.
მივმართავთ სასტუმრო შერატონის ხელმძღვანელობას საქმის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯარონ ვიდეო ჩანაწერები. Sheraton Batumi Hotel
ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს როგორც უშუალოდ ივანიშვილს, ასევე მისი ზონდერ ჯგუფების ამ ქმედებას.