საია – გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება

1 week ago 6

3

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება.

საია-ს ინფორმაციით, პროცესის 2025 წლის 10 იანვარამდე გადადება აძლიერებს ეჭვს, რომ საქმის გაჭიანურება მიზნად ისახავს გიორგი ოკმელაშვილის მიმართ პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმის გამოყენების ხელშეშლას.

საია აგრძელებს პროცესების მონიტორინგს და მოუწოდებს სასამართლოს დროულად და სამართლიანად უზრუნველყოს საქმეების განხილვა.

„გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე სასამართლო განხილვა, რომელიც თითქმის ბოლო ფაზაშია, ხელოვნურად ჭიანურდება. 12 დეკემბრის სხდომაზე, ბრალდების ახალმა პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ საქმის გადადება მოითხოვა მასალების არ ცოდნის მოტივით, რასაც მოსამართლემ მხარი დაუჭირა და პროცესი 2025 წლის 10 იანვარამდე გადაიდო.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს, რომ საქმის გაჭიანურება მიზნად ისახავს გიორგი ოკმელაშვილის მიმართ პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმის გამოყენების ხელშეშლას. მსგავსი მიდგომა, რომელიც აქტივისტების საქმეებზე სისტემატურად ფიქსირდება, აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სერიოზულ ნიშნებს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემას.

#საია აგრძელებს პროცესების მონიტორინგს და მოუწოდებს სასამართლოს დროულად და სამართლიანად უზრუნველყოს საქმეების განხილვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე

სრულად წაკითხვა