საიდან მოდის ტერმინი „ტიტუშკები“

1 week ago 5

რატომ უწოდებენ ხელისუფლების მიერ მართულ ნიღბიან და აგრესიულ პირებს, რომლებიც ოპოზიციასა და მედიას თავს ესხმიან, „ტიტუშკებს“?

ამ მასალაში მოკლედ მოგიყვებით, საიდან და როგორ წამოვიდა ეს ტერმინი.

უკრაინული „სახალხო“ ლექსიკონის, „მისლოვოს“ [მასში რედაქტირებებს რიგითი მომხმარებლები ანხორციელებენ] განმარტებით:

  • „ტიტუშკები“ — სპორტული აღნაგობის კაცები, რომლებიც ჩნდებიან იქ, სადაც გადამეტებულ სამოქალაქო აქტივობას აქვს ადგილი. სიტყვა მრავლობითში გამოიყენება, ვინაიდან „ტიტუშკებს“ მხოლოდ ჯგუფურად შეუძლიათ მოქმედება. არჩევნებამდე შრომის ბაზარზე შეიმჩნევა „ტიტუშკებზე“ მოთხოვნის სეზონური ზრდა.

ტერმინი შედარებით ახალია — ამ გაზაფხულზე მას მხოლოდ 12 წელი შეუსრულდება.

ყველაფერი უკრაინაში, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს დაიწყო — 2013 წლის 18 მაისს. მაშინ, კიევში, სპორტსმენი ვადიმ ტიტუშკო ფიზიკურად დაუპირისპირდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მოვლენების გამშუქებელ ჟურნალისტებს. იგი დააკავეს, თუმცა ციხეს მოარიდეს და მხოლოდ პირობითი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მასთან ერთად ამ პროცესში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

თავად ტერმინ „ტიტუშკების“ გამოყენება, რომელიც სწორედ ვადიმ ტიტუშკოს გვარიდან მომდინარეობს, 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან დაიწყო — საპროტესტო მოვლენებთან ერთად. როგორც უკრაინული, ასევე რუსული მედიის მიერ, რომელმაც „ტიტუშკები“ იმ წლის მეორე ყველაზე პოპულარულ სიტყვად გამოაცხადა. იქიდან მოყოლებული, უკრაინაში და რუსეთში, ასევე პოსტ-საბჭოთა სხვა ქვეყნებში, ნიღბიანების აგრესიულ დაჯგუფებებს სწორედ ასე უწოდებენ.

საქართველოში “ტიტუშკების” სინონიმია ზონდერი.


გარეკანის ფოტო: ვადიმ ტიტუშკოს პირველი გამოჩენა, 2013 წლის მაისი

სრულად წაკითხვა