WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

36

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:

საკონსტიტუციო სასამართლოს პარადოქსი:

გიორგი სიორიძეს „თქვენი სასამართლო“ რომ თქვა, გამოსვლა შეაწყვეტინეს — სასამართლოს შეურაცხყოფად ჩაუთვალეს.

მაგრამ პრობლემად არ ითვლება, როცა „ქართული ოცნება“ სარჩელშიც და საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, წერს შემდეგს:

„სასამართლო სისტემის მორჩილების კულტურას საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა.“

ანუ მოსამართლეებს ეუბნებიან, რომ მორჩილი სასამართლოს ნაწილი იყვნენ — და ეს შეურაცხყოფა არ არის.

მაგრამ თუ მათ დღევანდელ ხელისუფლებასთან კავშირს ახსენებ, უკვე სასამართლოს შეურაცხყოფაა?

სერგო მეთოფიშვილი კი ამბობს, ეგ წინადადება არსად წერიაო.

მართლა მგონია, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად ისე მიიღეს, არც წაუკითხავთ.