"სალომე გოგიაშვილს იქნებ გადასცეთ, მისი მეგობარი ნიკუშა კაცია დაიჭირეს, ჩაუდეს 14გრამი კოკაინი და სამუდამო პატიმრობით ემუქრებიან" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი?

1 week ago 3

უკვე კვი­რა­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, ასე­ვე გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ფი­ცუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის თე­მას სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა: "მარ­თლა ვე­რა­ვის ვცნობ და ვინ არი­ან, სა­ი­დან იფი­ცე­ბი­ან".
მის კო­მენ­ტარს მსა­ხი­ობ­მა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "თე­ატ­რში უნდა და­დი­ო­დე და არა შო­პინგზე, მა­შინ იც­ნობ!". თუმ­ცა მათი სოცქსელ­ში "პა­ექ­რო­ბა" აქ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ნან­კას გო­გი­აშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: შო­პინ­გი თე­რა­პი­აა ჩემ­თვის, შენ შე­გიძ­ლია მო­სინ­ჯო წა­მალს და მო­სა­წევს სჯობს".
"მრა­ვალ­შვი­ლი­ან დედა სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს, სხვე­ბის შვი­ლე­ბი რომ არც ახ­სენ­დე­ბა ესეთ დროს,როცა მსგავ­სი მდა­ბიო პა­სუ­ხი აქვს, თე­ატ­რში ია­რე­ზე, იქ­ნებ გა­დას­ცეთ,რომ მისი მე­გო­ბა­რი ნი­კუ­შა კა­ცია და­ი­ჭი­რეს, ჩა­უ­დეს 14გრა­მი კო­კა­ი­ნი და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით ემუქ­რე­ბი­ან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ქო­ნის გამო! ამა­ზეც გა­ა­კე­თოს კო­მენ­ტა­რი,იქ­ნებ მო­მა­ვალ­ში ესეც აღარ გა­ექ­ცეს! პ.ს.ისე თე­ატ­რში რომ გევ­ლო,იქ­ნებ პა­სუ­ხიც უფრო დახ­ვე­წი­ლი გქო­ნო­და" - და­წე­რა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა გო­გი­აშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რის სა­პა­სუ­ხოდ.
წყარო

სრულად წაკითხვა