სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს ახალ პრეზიდენტს და კვლავ აგრძელებს პრეზიდენტად ყოფნას

1 week ago 5

წაკითხვა: 75

არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის საკითხს. მისი თქმით, ის აგრძელებს პრეზიდენტის საქმიანობას.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან გავიდა და მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ყველანი ვართ დედები და ყველა ჩვენი შვილია. ვინც აქ დგანან, დგანან ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა