სალომე ზურაბიშვილი: მთელი ქვეყანა წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს

2 weeks ago 15

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ღამეს მოვლენები „შემაშფოთებლად განვითარდა“: „მშვიდობიანი დემონსტრაციები სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო“.

პრეზიდენტის შეფასებით, „ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე“. „დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავებისას“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.

პრეზიდენტი ასევე წერს, რომ „საქართველოს მასშტაბით ხალხი წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს“.

„დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე, ასეთი მოძრაობა არ ახსოვს ჩვენს ისტორიას. გზავნილი ნათელია: დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი“! - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება, მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან.

სრულად წაკითხვა