სალომე ზურაბიშვილი – 1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა – ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად

11 hours ago 4

1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა. ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

On January 13, 1991, the brave and united 🇱🇹 people defended their independence. On this important day, 🇬🇪 stands together with 🇱🇹 and its people! 🇬🇪 always feels the strong support of 🇱🇹 on its European path

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 13, 2025

„საქართველო ყოველთვის გრძნობს ლიეტუვის ძლიერ მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ლიეტუვა 13 იანვარს თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავს. 1991 წელს, 11-13 იანვარს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს, რის შედეგადაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

The post სალომე ზურაბიშვილი – 1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა – ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად appeared first on SferoNews.

სრულად წაკითხვა