„სამართლიანი არჩევნები“ სარჩელს შეიტანს საჯარო მოხელეთა მასობრივი გათავისუფლების თაობაზე

10 hours ago 2

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოში 50-ზე მეტი საჯარო მოხელის გათავისუფლებასა და აღნიშნულს აღწერს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებას. „სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, სამსახურიდან გაათვისუფლეს ძირითადად ის პირები, რომლებმაც საჯაროდ დაუჭირეს მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ორგანიზაცია აშნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნებს ატარებს. “ორგანიზაცია”სამართლიანი არჩევნები” აცხადებს, რომ ამის საპასუხოდ აპირებს, ორგანიზაციასთან “საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფესიუილ კავშირი-კონსტიტუციის 78 მუხლი” ერთად სასამართლოში სარჩელის შეტანას დაზარალებული პირების შრომითი უფლებების დასაცავად.

არსებული ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებული მრავალმა პირმა საჯაროდ გაავრცელა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მხარდაჭერი განცხადება. აღნიშნული მუხლი შეეხება ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციისადმი ერთგულებას. ორგანიზაციის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ყოველგვარი დასაბუთების ან გამჭვირვალე პროცედურის გარეშე მიმდინარეობს, და გათავისუფლებების დროს სახელდება ფორმალური მიზეზები, როგორებიცაა რეორგანიზაცია ან კონტრაქტის ვადის ამოწურვა. რეალური მიზეზები კი, ორგანიზაციის თქმით, პოლიტიკურია და ატარებს საჯარო მოხელეების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულელებისთვის დევნის ნიშნებს. რიგ შემთხვევებში, „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება შეეხო როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, გათავისუფლებები გახშირდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო, და რითაც საჯარო მოხელეთა გათავისუფლება გამარტივდა. „სამართლიანი არჩევნები“ ამტკიცებს, რომ ეს კანონი აძლიერებს „ქართული ოცნების“ პარტიის კონტროლს საჯარო სექტორზე, რაც ძირს უთხრის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას. ორგანიზაცია ასევე აფრთხილებს, რომ გამოცდილი და კვალიფიციური საჯარო მოხელეთა უკანონო გათავისუფლება, გაზრდილ პოლიტიკურ კონტროლთან ერთად, მძიმედ აისახება საჯარო ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებაზე.

სამსახურიდან გათავისუფლების ტალღა სწორედ ახალი წლის წინ დაიწყო, როცა რამდენიმე საჯარო მოხელემ სოციალურ ქსელში მათთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რაც არ მოიცავდა ახსნა-განმარტებას გათავისუფლების მიზეზის შესახებ. კანონის მოწინააღმდეგეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი არღვევს შრომის საერთაშორისო კონვენციებს, კერძოდ კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის 158-ე მუხლს და ხელს უხსნის მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკურ ჩარევას საჯარო სამსახურში. კანონი ამავდროულად ძირს უთხრის დასაქმებულთა უფლებების დაცვას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა