“სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს" - რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე

2 weeks ago 5

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მთა­ვა­რი გმი­რი, რომელიც სპეცრაზმთან ერთას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვი­ლი - მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­აა.

პეტრემ ამასთან დაკავშირებით ambebi.ge-სთან კომენტარიც გააკეთა.

“წლე­ბის წინ, მა­რი­ა­მის მი­მართ იყო გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ლინ­გი იმის გამო, რომ მდი­ნა­რე­ში ტუ­ნი­კით ჩა­ვი­და. მა­შინ ფო­ტო­ე­ბი ჩემს სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ვა­თავ­სე, რომ ბევ­რი მო­წო­ნე­ბა ჰქო­ნო­და. მისი ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო და ძა­ლი­ან უწყი­ნა­რი ფო­ტო­ე­ბი. თუმ­ცა, 10 წლის წინ, ერის ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა ჩა­წიხ­ლა და მა­შინ მა­რი­ა­მი ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს გა­დი­ო­და, რომ რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც.

მას მერე გა­ვი­და დრო. უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა, მა­გის­ტრა­ტუ­რა­საც ამ­თავ­რებს და უცხო­ეთ­შიც ჩა­ა­ბა­რა. ახლა აპი­რებს გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წას­ვლას, თუმ­ცა მა­ნამ­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­არ­სეს სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა “ნა­ბი­ჯი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლია.

რო­გორც კი რუს­თა­ველ­ზე ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იწყე­ბო­და, მა­რი­ა­მი მი­დი­ო­და, პო­ლი­ცი­ე­ლებს ცხვირ­წინ უდ­გე­ბო­და, რომ ამით პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტა. ესა­უბ­რე­ბო­და - “ნუ ურტყამთ ახალ­გაზ­რდებს, ნუ სცემთ, ნუ იყე­ნებთ ძა­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენს ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ -თქვენს ამ ქვეყ­ნის“ და ა.შ. ვფიქ­რობ, ეს ვი­დე­ორ­გო­ლიც ზუს­ტად იმის­თვის ჩა­წე­რა, რომ გა­მო­ე­ხა­ტა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და ისი­ნიც თა­ვის მხა­რეს გად­მო­ეყ­ვა­ნა. გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მო­უ­ვი­და კი­დეც. ჩანს, რო­გორ უყუ­რებს ის პო­ლი­ცი­ე­ლი და­ფა­რუ­ლი სა­ხი­დან, ეს არის ერ­თგვა­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია და ყვე­ლა ერთ მხა­რეს, სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე უნდა ვიდ­გეთ.

არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა იძა­ლა­დოს ქარ­თველ ხალ­ხზე, ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ვი­დე­ომ პო­ზი­ცი­აც გა­ათ­ბო, ოპო­ზი­ცი­აც, მტე­რიც და მოყ­ვა­რეც.

ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - უკვე 10 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს. მსოფ­ლიო დო­ნის ბლო­გე­რებ­მა წა­ი­ღეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს ვი­დეო თა­ვის როლს შე­ას­რუ­ლებს იმ ზონ­დერე­ბის­თვი­საც და გა­ულ­ღობს იმ გა­ყი­ნულ გუ­ლებს. თუ რა თქმა უნდა გული გა­აჩ­ნი­ათ.

ვფიქ­რობ, მა­რი­ა­მის ვი­დე­ომ იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკე­თე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. თუკი ჩემი შვი­ლის ღი­მილ­მა და თვა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზემ ის ზონ­დე­რი გა­ალ­ღო და გა­ათ­ბო, იქ­ნებ ეს მე­თო­დი გა­მო­ვი­ყე­ნოთ? ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის მეტი რა გვყავს. დავ­დგეთ, ვუ­თხრათ ამ ბი­ჭებს, რომ მა­თია ეს სამ­შობ­ლო და მო­მა­ვა­ლი. ნუ ალე­წა­ვენ ამ გო­გო­ნებს თავყბას.

სამ­წუ­ხა­რო იცით რა არის? იმ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მიც წა­აქ­ცი­ეს და გა­ზე­ბიც აყ­ლა­პეს. მო­ი­წამ­ლა ჩემი შვი­ლი და თვა­ლე­ბი და­სი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და.”- ყვება პეტრე კოლხი.

სრულად წაკითხვა