სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს

1 week ago 5

სამხრეთ კორეის პარლამენტმა, 14 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტს.

იმპიჩმენტის 300 დეპუტატიდან ხმა მისცა 204-მა, წინააღმდეგი იყო 85. ხმის მიცემა ფარული იყო. კენჭისყრის შედეგები ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ხელისუფლებიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა პროპრეზიდენტული პარტიის რამდენიმე დეპუტატმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი "ხალხის ძალის" პარტიის ლიდერმა, ჰვანგ დონგ-ჰუნმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კოლეგებს ხმის მიცემისკენ მოუწოდა, თუმცა მანამდე წინააღმდეგი იყო.

ეს იყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა, რადგან პირველი კენჭისყრის დროს პრეზიდენტის გადაყენების მომხრეთა რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახლა პრეზიდენტი დროებით უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება 180 დღე იმის დასადგენად, სამუდამოდ ჩამოართვას მას თანამდებობა თუ აღუდგინოს უფლებამოსილება. ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი ჰან დოკ-სუ შეასრულებს.

გასულ კვირაში სამხრეთ კორეის პოლიციამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ. მას საომარი მდგომარეობის დაწესების გამო ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედება.

მანამდე ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, თუ ის თავისი ნებით არ გადადგება. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მოითხოვა, რომ პრეზიდენტს და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს ბრალიც წაუყენონ ამბოხებისა და სახელმწიფო ღალატისთვის.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ბრალდებას უარჰყოფს.

სრულად წაკითხვა