მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევის შემდეგ, სანაპიროზე გადაინაცვლა, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ სანაპიროზე გაჩერდა ორი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილი, საიდანაც გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.
„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს ერთ-ერთი მათგანი მუშტმოღერებული როგორ უპირისპირდება დემონსტრაციის მონაწილეებს.
რადიო თავისუფლებას მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი როგორ კიდებს ხელს მუცელზე ჩამოკიდებულ, დაფარულ იარაღს, შემდეგ კი იღებს კიდეც. „გადით, ბიჭო, იქეთ“, - ყვირის იგი.
რამდენიმე წუთში ისინი ტერიტორიას გაეცალნენ.
ცნობები განახლდება.